"საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი" | ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი.

„საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები იმის შესახებ, რომ მათ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება მთავარ მეზობლებთან - აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთის ფედერაციასთან - ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა პრაქტიკული დადასტურება და რეალური ნაბიჯები. ჩემი აზრით, შესაძლოა ეს იყოს, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება, რომელიც ვერანაირ კრიტიკას, ვერანაირ დროს ვერ უძლებდა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. მეორე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე გავამახვილებთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებში ყურადღებას - არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც. ამის შემდეგ შეგვიძლია სხვა რამეზე ვისაუბროთ“, - თქვა მან.

ცნობისთვის, 57 წლის ბარციცი რუსეთის ფედერაციაში "აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელია". ის მონაწილეობდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 15 თებერვალს გაიმართა და ხმების 4% მიიღოა. ბარციცმა "საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე" სერგეი შამბა შეცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი