მაკრონი პარლამენტის დათხოვნას და შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების დანიშვნას განიხილავს | Bloomberg

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარლამენტის დაშლისა და 2025 წლის შემოდგომაზე ვადამდელი არჩევნების გამართვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

როგორც სააგენტოს წყაროებმა აღნიშნეს, ბოლო კვირების განმავლობაში მაკრონი მსგავს სცენარზე კონსულტაციებს გადიოდა თავისი წრის წარმომადგენლებთან. ამასთან ეს დისკუსიები წმინდა საკონსულტაციო ხასიათისაა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

საფრანგეთში შემდეგი საკანონმდებლო არჩევნები 2029 წელს არის დაგეგმილი.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მაკრონის მოწონების რეიტინგი მარტში გაიზარდა 31%-მდე, რაც შვიდი პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით და ახლოსაა გასული წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დონესთან. ამას ხელი შეუწყო საფრანგეთის პრეზიდენტის გადამწყვეტმა ნაბიჯებმა საერთაშორისო ასპარეზზე, აღნიშნავს სააგენტო.

ამგვარმა აქტივობამ მაკრონს მისცა შესაძლებლობა გააერთიანოს მოკავშირეები, რომლებიც ცდილობენ მხარი დაუჭირონ უკრაინას და გააძლიერონ ევროპული სუვერენიტეტი. მაგრამ მაკრონის ზოგიერთი მოკავშირე შიშობს, რომ ახალმა არჩევნებმა უახლოეს თვეებში შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს მისი უმრავლესობა. გასული ივლისის ვადამდელ არჩევნებში მისმა კოალიციამ ეროვნულ ასამბლეაში ადგილების დაახლოებით მესამედი დაკარგა, ხოლო ულტრამემარჯვენე ეროვნულმა მიტინგმა საუკეთესო შედეგი გამოავლინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი