რუსთაველზე, აღდგომის საღამოს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, აღდგომის საღამოს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს - "5 დღე მიუსაჯეს ჩემს უპატიოსნეს და უწესიერეს ქმარს ტროტუარზე დგომისთვის! ვიღაცა მერე მეტყვის, არა უშავს მთავარია მეტი არ მიუსაჯესო. 
არ იქნება სამართალი!
არ იქნება მშვიდობა!"
წერს ნათია ბუკია.

20 აპრილს რეჟიმის პოლიციამ რუსთაველის გამზირზე გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე  ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით დააკავა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი