
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაცვლილი 2 ინფიცირებულიდან 1 ქუთაისში მკურნალობდა, 1 - ბათუმში. ორივე 80 წელს გადაცილებული, 88 და 82 წლის პაციენტები იყვნენ, თანხმლები დაავადებები ჰქონდათ და მათი მდგომაროებიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
აქვე, მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის 45 პაციენტი არის კრიტიკულად მძიმე, მათ შორის 43 მართვით სუნთქვაზეა და 9 აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდანაა გადმოყვანილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 2 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 416 პაციენტი კვლავ აჭარიდანაა.