რუსთაველზე, აღდგომის საღამოს დაკავებული მიხეილ სამხარაძე 48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. მან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი ცოტა ხნის დატოვა.
შეგახსენებთ, სამხარაძე ტროტუარზე იდგა, თუმცა პოლიცია მას გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას სთხოვდა, რის შემდეგაც დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა ამავე საღამოს დაკავებულ გიორგი ორთოიძეს.