ზელენსკი: მზად ვარ, ვატიკანში დონალდ ტრამპს შევხვდე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა და სურვილი აქვს შეხვდეს დონალდ ტრამპს ვატიკანში ვიზიტის ფარგლებში, სადაც შაბათს, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია გაიმართება.

„დიახ, მსურს, მზად ვარ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ შევხვდეთ ჩვენს პარტნიორებს შეერთებული შტატებიდან“, - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს, კიევში გამართული პრესკონფერენციის დროს.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ისინი ზელენსკის ვატიკანში ვიზიტს ამზადებენ. ვატიკანში ჩასვლას გეგმავს აშშ-ის პრეზიდენტიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი