თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 40 წუთის განმავლობაში ქვეყანაში სამი მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში ფიქსირდება. ძლიერი ბიძგები სტამბოლსა და მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.