
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებული ქუთაისში, კლინიკა "ბომონდში" მკურნალობდა.
არსებული ინფორმაციით, ასაკოვანი პაციენტი ქუთაისში ოზურგეთიდან გადაიყვანეს და მას ვირუსთან ერთად თანხმლები დაავადებები ქონდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დეტაალებს კლინიკა მოგვიანებით გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 5 ოქტომბერს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 578 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა. ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ყველაზე მეტი, 416 პაციენტი კვლავ აჭარიდანაა.