მორიგი დაძაბულობა ქაშმირის გამო | ინდოეთმა პაკისტანელებს ვიზები გაუუქმა და ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა, შეჩერებულია სხვა ხელშეკრულებებიც

გამოქვეყნდა:

ინდოეთის ქაშმირში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ინდოეთი პაკისტანის საწინააღმდეგო ზომებს აანონსებს. სწორედ პაკისტანს ადანაშაულებს ინდოეთი ტერორისტებთან კავშირში.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაკისტანის წინააღმდეგ შემდეგი ზომები იქნება მიღებული.

  • შეჩერდება Indus Water-ის ხელშეკრულება
  • პაკისტანის მოქალაქეები არ მიიღებენ SAARC-ის (სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაცია) ვიზას.
  • ატარის საზღვარი პაკისტანთან დაიხურება.
  • ინდოეთი გაიყვანს თანამშრომლებს პაკისტანის უმაღლესი კომისიიდან.
  • პაკისტანის მოქალაქეების არსებული ვიზები გაუქმდა დამათ  ინდოეთი 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, 22 აპრილს ინდოეთის ქაშმირში შეიარაღებულმა პირებმა პაჰალგანის მდელოზე ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, დაიჭრა 17. 

დაპირისპირება ინდოეთსა და პაკისტანს შორის თითქმის 80 წელია გრძელდება. კონფლიქტის მთავარი მიზეზი ქაშმირის გარშემო არსებული დავაა. კონფლიქტის პერიოდში იყო სამი ომი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი