17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მოქმედი მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე ჰქონდა, პირობები უმკაცრდებათ. კერძოდ კი თუ აქამდე საჭირო იყო მხოლოდ მოქმედი დოკუმენტი, ახალი დადგენილების თანახმად, განისაზღვრა, რომ საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 წლისა.
დადგენილების თანახმად განისაზღვრა 17 ასეთი ქვეყანა, რომლებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით შეეძლებათ.
ეს ქვეყნებია
"იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით" - აღნიშნულია დადგენილებაში.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.
ამასთან 2015 წლის #256 დადგენილებით განსაზღვრულია 50 ქვეყნის ჩამონათვალი, რომელთა ვიზების და ბინადრობისნებართვების მქონე უცხოელებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა, შესაბამისი ვადითა და პირობებით.