საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ეძლევათ | ჩამონათვალშია ავღანეთი, სირია, კონგო

გამოქვეყნდა:

16 მაისიდან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის შესაძლებლობა  კიდევ 17 ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა. 17 აპრილის მთავრობის დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს, დამტკიცდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს,საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების საფუძველზე შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შესაბამისი ვადითა და პირობებით.

ეს ქვეყნებია

  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა
  • ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა
  • განის რესპუბლიკა
  • ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა
  • ერიტრეას სახელმწიფო
  • იემენის რესპუბლიკა
  • კამერუნის რესპუბლიკა
  • კოტ-დ'ივუარის რესპუბლიკა
  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
  • მაროკოს სამეფო
  • ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკა
  • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა
  • სომალის ფედერაციული რესპუბლიკა
  • სირიის არაბთა რესპუბლიკა
  • სუდანის რესპუბლიკა
  • ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკა
  • უგანდის რესპუბლიკა.

"იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის სამეფოს, საუდის არაბეთის სამეფოს, კატარის სახელმწიფოს, ქუვეითის სახელმწიფოსა და ომანის სასულთნოს მრავალჯერადი ვიზა ან/და ბინადრობის ნებართვა, დადგენილი წესით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ყოფნა შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათი საქართველოში შემოსვლის (საზღვრის გადაკვეთის) დღისთვის, მრავალჯერადი ვიზის ან/და ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა არის არანაკლებ 1 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს სამგზავრო ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტით" - აღნიშნულია დადგენილებაში.

აქამდე მოქმედი კანონმდბელობით იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა 96 ქვეყანას მოიცავდა. ჩამონათვალი საქართველოს მთავრობამ პირველად 2015 წლის 5 ივნისს დაამტკიცა. მაშინ ჩამონათვალში ჯამში სულ 94 ქვეყანა და ტერიტორია იყო, რომელსაც 2017 წელს – იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო, 2023 წელს კი – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაემატა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი