საფრანგეთის სკოლაში თავდასხმის შედეგად 1 მოსწავლე დაიღუპა, დაშავდა 3

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში, ქალაქ ნანტის სკოლაში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს. 

პოლიციის პრესსპიკერის ინფორმაციით, ნოტრ-დამ-დე-ტუტ-აიდის კერძო სკოლაში, 15 წლის თავდამსხმელი პოლიციის მოსვლამდე მასწავლებლებმა განაიარაღეს. მისივე განცხადებით, ტერორისტული მოტივის დამადასტურებელი ნიშნები არ არსებობს. 

ფრანგული მაუწყებლის franceinfo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცივი იარაღით თავდასხმა მოსწავლეებს შორის კონფლიქტს მოჰყვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი