რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საქართველო დასავლეთისა და რუსეთის სამხედრო პრიზმაში“ 5 ოქტომბერს გაიმართება. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის UG Security Platform-ი.
ონლაინ კონფერენციის ფარგლებში განიხილება რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების შემდეგი საკითხები,
- ნატო-საქართველოს ურთიერთობები: წევრობა, სამხედრო შესაბამისობა და მე-5 მუხლი.
- რუსეთი და სამხრეთ კავკასია: სამხედრო განლაგება, ესკალაციის რისკები და დეესკალაციი ვარიანტები/შესაძლებლობები.
- შავი ზღვის უსაფრთხოების სამხედრო და პოლიტიკური ასპექტები.
კონფერენციის მომხსენებელთა შორის არიან:
- გენერალი ბენ ჰოჯესი - ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის სტრატეგიული სწავლებების მიმართულების ხელმძღვანელი -Pershing Chair in Strategic Studies CEPA
- დოქტ. მაიკლ კარპენტერი -პენ ბაიდენის დიპლომატიის ცენტრის დირექტორი/Penn Biden Center for Diplomacy
- დოქტ. მარკ გალეოტი - ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის საპატიო პროფესორი - UCL; გაერთიანებული სერვისების სამეფო ინსტიტუტის მკვლევარი - RUSI;
- დოქტ. სინიკუკა საარი -ევროპული კავშირის უსაფრთხოების სწავლებების ინსტიტუტის ასოცირებული ანალიტიკოსი- EU ISS
- დოქტ. ჟან-ბატისტ ჯანჟენ ვილმერი - საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამინისტროს, სამხედრო სკოლის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი- IRSEM
- დოქტ. სტივენ ჯ. ფლანაგენი - რანდის კორპორაცია, აშშ - RAND Corporation U.S
- ზიგიმანტას პავილიონისი - ლიეტუვის პარლამენტის წევრი
კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის მიყევით ამ ბმულს.
კონფერენციის პარალელურ რეჟიმში, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ ადევნონ თვალი სტუდენტურ სიმულაციას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შერჩეული 30 საუკეთესო მონაწილე ჩაერთვება სამხედრო-პოლიტიკური სცენარის სიმულაციაში, ეს სცენარი კავშირში იქნება კონფერენციაზე განხილულ საკითხებთან. სიმულაციური გათამაშების პარტნიორია NATO LIASON OFFICE in Georgia.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ აქ.