EU მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი მოლდოვის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციას 20 მილიონი ევროთი დააფინანსებს. 24 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თანხა "ევროპული მშვიდობის ფონდიდან გამოიყოფა" და მოლდოვისთვის მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების შეძენას მოხმარდება. 

მანამდე, 7 აპრილს, ევროკავშირმა ამავე ფონდიდან 40 მილიონი ევრო გამოყო მოლდოვის ქვეითი ჯარების მხარდასაჭერად.

"წელს მოლდოვა "ევროპული მშვიდობის ფონდის" დახმარებით 60 მილიონი ევროს აღჭურვილობას მიიღებს, რაც 2021 წლის შემდეგ, დახმარების მთლიან მოცულობას 200 მილიონ ევრომდე ზრდის," - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი