დიდი ხანია [გადავწყვიტე], საუბარი მქონდა პარტიის დამფუძნებელთან და პრემიერთან, გუნდის დანარჩენმა წევრებმა თქვენთან ერთად გაიგეს | ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წასვლაზე

გამოქვეყნდა:

რამდენად სწორად არის შერჩეული პოლიტიკიდან წასვლის დრო, იმ ფონზე როდესაც ოცნება დასავლური სანქციების ქვეშაა, ქვეყანაში პროტესტია და საარჩევნო წელია. ამ თემასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს დღეს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. ამასთან მან განაცხადა, რომ მისი წასვლის შესახებ ინფორმაცია, პარტიის მხოლოდ მცირე ნაწილს, ლიდერებს ჰქონდათ ინფორმაცია. 

"რა ხდება ქვეყანაში?! მე ვფიქრობ მშვიდი სიტუაციაა, კარგი ამინდია და რატომაც არა.  მე არ მჭირდება [არჩევნებისთვის] მომზადება, მე აღარ მინდა პოლიტიკაში დარჩენა, მინდა ოჯახს მივხედო

[გადავწყვიტე] დიდი ხანია.

[პარტიაში] ბევრმა ახლა გაიგო საერთოდ, მე რა თქმა უნდა ლიდერებთან მქონდა საუბარი, პირველ რიგში პარტიის დამფუძნებელთან და ლიდერებთან, იგივე პრემიერ-მინისტრთან, დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ, თქვენთან ერთად გაიგეს.  პოლიტიკაზე ნუღარ მელაპარაკებით, მე წავედი პოლიტიკიდან," - განაცხადა ღარიბაშვილმა

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი