ნატოს 2024 წლის ანგარიშში უკრაინისა და საქართველოს შესახებ წინა წლის მსგავსი ჩანაწერი აღარ მოხვდა. "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, გამოქვეყნდა ალიანსის გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც 2023 წლისგან განსხვავებით, ვეღარ მოხვდა ჩანაწერი:
"ნატომ დღეს გამოაქვეყნა 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში.
რა აკლია 2023 წლის ანგარიშთან შედარებით?"უკრაინის მომავალი ნატოშია და ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას მომავალი წევრობისკენ მიმავალ გზაზე“.
„მოკავშირეები კვლავ ერთგულნი რჩებიან საქართველოს ნატოში საბოლოო წევრობის მხარდაჭერის მიმართ“. წერს იოზვიაკი.