ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ენმ"-ში ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა | ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

"ნამდვილად ბედის ირონიაა, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა, ივანიშვილი ცდილობდა ხელის ფათურს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი გაშვების მიზნით და თავისივე პარტიის თავმჯდომარე წავიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან.

ამ ადამიანს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა, ივანიშვილმა რამდენჯერმე გაუშვა, დააბრუნა, ამიტომ სხვა ამპლუაშიც რომ მოგვევლინოს და სხვა მანტიაც რომ მოისხას, ამასაც ვერ გამოვრიცხავთ. თუმცა რუსული პარტიის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება ჩემი აზრით უკავშირდება მისი და მისი ოჯახის წევრების გადარჩენა იმ სასანქციო პოლიტიკიდან, რომელიც არა თუ შენარჩუნდება, არამედ გაფართოვდება. ვიცით, რომ მისი უფროსი შვილი სწავლობდა პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომელიც ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტია აშშ-ში და ეს იყო მისი
მცდელობა დაეტოვებინა შანსი თავისი შვილებისთვის, რომ ჰქონდეთ არა მხოლოდ სწავლის უფლება, არამედ ქვეყანაში შესვლის უფლებაც."

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი