დიმიტრი პესკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან მოლაპარაკებებს მართავს.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელს სტივ უიტკოფს იღებს“, -ამბობს კრემლის პრესსპიკერი.
მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.
ეს პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის მეორე შეხვედრაა ბოლო ორ კვირაში.