აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, "სამშობიარო ტურიზმის" პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები მკაცრდება. მათი განცხადებით, მიუღებელია უცხოელმა მშობლებმა [არა აშშ-ის მოქალაქე] ტურისტული ვიზა აშშ-ში ბავშვის გასაჩენად და მისთვის მოქალაქეობის მისაღებად გამოიყენონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვინც "სამშობიარო ტურიზმის" მეშვეობით აშშ-ის ვიზას ბოროტად იყენებს, შესაძლოა მათ მომავალში ვიზა და მოგზაურობის უფლება ვეღარ მიიღონ.
"მიუღებელია, უცხოელი მშობლებისთვის აშშ-ის ტურისტული ვიზის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ, ბავშვის მოქალაქეობის მისაღებად, რამაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო მომსახურების ხარჯების ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ გადახდა. ეს ცნობილია როგორც "სამშობიარო ტურიზმი" და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები უარყოფენ ყველა ასეთ ვიზაზე განაცხადს აშშ-ის იმიგრაციის შესახებ კანონის თანახმად. ისინი, ვინც ბოროტად იყენებენ ჩვენს იმიგრაციულ სისტემას "სამშობიარო ტურიზმის" გზით, შეიძლება არ იყვნენ უფლებამოსილნი მომავალში მიიღონ ვიზები ან იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ემსახურება და იცავს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას," - წერია განცხადებაში.