7 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები აშშ-ს მოუწოდებენ, არ წავიდეს კომპრომისზე რუსეთთან უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ჩეხეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აშშ-ს მოუწოდებენ, არ წავიდეს კომპრომისებზე რუსეთთან - უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. 

"მოვუწოდებთ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და აშშ-ის კონგრესს, გამოიჩინონ ნამდვილი ლიდერობა რუსეთის, როგორც აგრესორი სახელმწიფოს მიერ წარმოქმნილი გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მოვუწოდებთ ევროპის ქვეყნებს, დაუყოვნებლივ ჩამოართვან რუსეთს გაყინული აქტივები და მიმართონ ისინი უკრაინის მხარდასაჭერად.
საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს და ნატოს სხვა წევრებს, დაუყოვნებლივ მიიწვიონ უკრაინა ნატოში და მოუწოდონ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააჩქარონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება." ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი