მოვუწოდებთ ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ საქართველოში ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნაში | აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრები

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ ვიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი, წევრები სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი, ასევე რიჩარდ ჰადსონი და სენატორი ჯონ კორნინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ქართველი ხალხის 150-დღიან პროტესტს, მხარდაჭერას უცხადებენ:

"ხვალ საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრაციების 150-ე დღე სრულდება, რაც ქართველების ერთგულების არაჩვეულებრივი გამოხატულებაა მათი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რადგან ისინი უარს ამბობენ თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების არალეგიტიმური რეჟიმისთვის დათმობაზე.

„ქართული ოცნება" ხელისუფლებას ებღაუჭება, ართმევს ქართველებს იმ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც დემოკრატიულ საზოგადოებებში უმნიშვნელოვანესია. დამოუკიდებელი მედიის, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების ხმის ჩახშობით, „ქართული ოცნება“ თავისი ქვეყნის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობისგან იზოლირებას ახდენს და საქართველოს წირავს მომავალი რეპრესიებისთვის რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობით.

საქართველოს სიცოცხლით სავსე დემოკრატიულმა სულისკვეთებამ ის ერთ დროს რეგიონში იმედის შუქურად აქცია. თუ საქართველო ავტოკრატიისკენ ამ გზას გააგრძელებს, ჩვენ დავკარგავთ მოკავშირეს და თავისუფლებისთვის ათწლეულების ბრძოლის შემდეგ, ქართველებს გავწირავთ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ავტორიტარული მთავრობის ქვეშ ტანჯვისთვის. 

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ტრანსატლანტიკურ პარტნიორებს, შემოგვიერთდნენ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნაში. უმოქმედობა არამხოლოდ მილიონობით ქართველის იმედებსა და ოცნებებს უღალატებს, არამედ მნიშვნელოვნად შეამცირებს თავისუფალი, უსაფრთხო და აყვავებული სამხრეთ კავკასიის შესაძლებლობას.“ ნათქვამია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი