„საუბარმა საშუალება მოგვცა, დაგვეახლოებინა პოზიციები" | კრემლში პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

კრემლში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დასრულდა. როგორც პუტინის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

„საუბარმა საშუალება მოგვცა, კიდევ უფრო დაგვეახლოებინა რუსეთისა და აშშ-ის პოზიციები არამხოლოდ უკრაინასთან, არამედ სხვა საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საუბარი შეეხო რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობასაც.

მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უშაკოვიც და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი