რუსი გენერლის აფეთქებაში კრემლი უკრაინას ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

რუსი გენერლის აფეთქებაში რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს. პუტინის პრესსპიკერი პესკოვი ამბობს, რომ "კიევის რეჟიმი აგრძელებს რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობას":

„კიევის რეჟიმი კიდევ ერთხელ ავლენს თავის ნამდვილ ბუნებას. კიევის რეჟიმი აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობას. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და გავიგოთ ამ რეჟიმის არსი“. - თქვა პესკოვმა.

კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვმაც:

„არსებობს საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ მკვლელობაში უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ჩართულნი“ - თქვა მან.

ოფიციალურ კიევსს კომენტარი არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, დღეს, 25 აპრილს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, რუსი გენერალი,59 წლის იაროსლავ მოსკალიკი ააფეთქეს. მოსკალიკი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2021 წელს პუტინმა მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი