რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

გამოქვეყნდა:

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. ვატიკანში ათასობით ადამიანი, მათ შორის მსოფლიო ლიდერები იკრიბებიან.

პაპ ფრანცისკეს წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენებენ, სადაც წირვა თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. წირვის დასრულების შემდეგ კი პაპს რომში, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში, 21 აპრილს გარდაიცვალა. ვატიკანის ოფიციალური ვერსიის თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი