"50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია" | ლევან იოსელიანი

გამოქვეყნდა:

მნიშვნელოვანია, აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა. მისი თქმით, 10-20 და თუნდაც 50 ადამიანის მიერ ქუჩის გადაკეტვას ლეგიტიმაცია არ გააჩნია.

"მნიშვნელოვანია, რომ აქციის მონაწილეებმა ნათლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ აქცია და ქუჩის გადაკეტვა ლეგიტიმურია მხოლოდ მაშინ, როდესაც სათანადო რაოდენობის ადამიანი იმყოფება აქციაზე. 10-20 და თუნდაც 50 ადამიანს ქუჩის გადაკეტვის ლეგიტიმაცია არ გაჩნია. მათ შეუძლიათ აზრი სადღაც გამოხატონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი რაოდენობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ხალხის სიმრავლის გამო იქნება გადაკეტილი, მაშინ იმ ჯარიმის არსებობის წინაპირობაც არ იარსებებს,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი