ვატიკანში ცხრადღიანი გლოვის პერიოდი Novemdiales-ი დაიწყო | ახალ პაპს, სავარაუდოდ, 6 მაისის შემდეგ აირჩევენ

გამოქვეყნდა:

რომის პაპის ცხედარი დაკრძალვისთვის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში გადაასვენეს. სწორედ აქ იქნება გარდაცვლილი პაპის უკანასკნელი განსასვენებელი. დაკრძალვამდე აქ მოკლე წირვა გაიმართება, რომელიც ტელევიზიით აღარ გაშუქდება. ვატიკანის განცხადებით, ხალხს კვირა დილიდან შეეძლება ფრანცისკეს საფლავის მონახულება. 

ბოლო 100 წლის განმავლობაში ფრანცისკე პირველი პაპია, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს. (პაპი ლეო XIII-ის შემდეგ, რომელიც 1903 წელს გარდაიცვალა). როგორც უცხოური მედია წერს, ყოველ ჯერზე, როდესაც ფრანცისკეს საზღვარგარეთ მოგზაურობის შემდეგ რომში ბრუნდებოდა, ის ყოველთვის სანტა მარია მაჯორეს სტუმრობდა.

დღეს იწყება ცხრადღიანი გლოვის პერიოდი, რომელსაც Novemdiales ეწოდება, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ფრანცისკეს ხსოვნისადმი მიძღვნილი წირვა.

გლოვასთან ერთად, კათოლიკური სამყაროს ყურადღება მალე კონკლავზე გადაინაცვლებს - ფრანცისკეს მემკვიდრის რიტუალურ შერჩევაზე, სადაც ვატიკანში უფლებამოსილი კარდინალები იკრიბებიან ფარულად ხმის მისაცემად.

კარდინალებს ჯერ არ დაუდასტურებიათ თარიღი, მაგრამ კონკლავი, როგორც წესი, პაპის გარდაცვალებიდან 15-20 დღის განმავლობაში იმართება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ კონკლავი სავარაუდოდ 6 მაისის შემდეგ იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი