"პროპაგანდისტული ხრიკი და სურვილი, რომ ოცნება რეალობად წარმოაჩინონ" | უკრაინა კურსკიზე რუსეთის განცხადებებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციების დასრულების შესახებ რუსეთის განცხადებები რეალობას არ შეესაბამება.

„უკრაინის თავდაცვის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება. ოპერატიული ვითარება რთულია, თუმცა ჩვენი ქვედანაყოფები აგრძელებენ გარკვეული პოზიციების შენარჩუნებას და დაკისრებული ამოცანების შესრულებას, ამავდროულად, მოწინააღმდეგეს ყველა სახის იარაღიდან ეფექტურ ზიანს აყენებენ, მათ შორის აქტიური თავდაცვის ტაქტიკის გამოყენებით.“ აცხადებს უწყება. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, დღის დასაწყისიდან კურსკის რეგიონში რუსი ჯარისკაცების ხუთი თავდასხმა მოიგერიეს და კიდევ ერთი ბრძოლა მიმდინარეობს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების ალყაში მოქცევის საფრთხე არ არსებობს.

„მტრის ხელმძღვანელობის განცხადებები უკრაინული ჯარების ჯგუფის „დამარცხების“ შესახებ სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდისტული ხრიკი და სურვილი, რომ ოცნება რეალობად წარმოაჩინონ; ჩვენი ჯარები ასევე აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გარკვეულ რაიონებში“ - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში. 

მანამდე, როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კურსკის ოლქის განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი