ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა განცხადება მისივე სოციალურ ქსელ truthsocial - ში გაავრცელა და ისევ აღნიშნა, რომ ომი არ იქნებოდა, ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო. თუმცა, ტრამპი ბოლო დღეების რუსულ თავდასხმებსაც ეხმაურება და წერს:
"....ეს მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი. ის პირველივე დღიდან წაგებული იყო და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი. უბრალოდ ვცდილობ, ობამასა და ბაიდენის მიერ დატოვებული არეულობა გამოვასწორო და რა არეულობაა ეს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო პირებზე, ქალაქებსა და
დასახლებებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა. ეს მაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, მას ომის შეჩერება არ სურს... უბრალოდ სხვანაირად უნდა მოვექცეთ, „საბანკო“ თუ „მეორადი სანქციების“ მეშვეობით? ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება!" დაწერა ტრამპმა.
იხილეთ: