"დღეს ძალიან პოზიტიური საუბარი შედგა პრეზიდენტ ზელენსკისთან რომში. უკრაინაში ომის დასრულება ჩვენი საერთო მიზანია პრეზიდენტ ტრამპთან ერთად. უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ეს დღეს კიდევ ერთხელ გამიმეორა. მას სურს ამერიკელებთან და ევროპელებთან ერთად იმუშაოს მის განსახორციელებლად. ახლა პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, დაამტკიცოს, რომ მას ნამდვილად სურს მშვიდობა. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას გასული წლის მარტში, პარიზში დაწყებული კოალიციის ფარგლებში, რათა მივაღწიოთ როგორც ცეცხლის შეწყვეტას, ასევე უკრაინაში სრულ და ხანგრძლივ მშვიდობას."
წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ზელენსკისთან შეხვედრის თაობაზე.