ФСБ -ს ცნობით, გენერალ მოსკალიკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს პირი, რომელმაც  გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკის მანქანა დანაღმა. ФСБ-ს ცნობით, დაკავებული 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინია. უწყება ამტკიცებს, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების აგენტია და უკრაინაში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა.

რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის ტერიტორიიდან დისტანციურად ამოქმედდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება „ტერორისტული აქტის მომზადებისა“ და „ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის“ მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ,  25 აპრილს, მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში, რუსი გენერალი, 59 წლის იაროსლავ მოსკალიკი ააფეთქეს. მოსკალიკი რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. 2021 წელს პუტინმა მას გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი