ირანის უმსხვილეს პორტში, აფეთქების შედეგად 750-ზე მეტი ადამიანი დაშავდა | გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ირანში, სპარსეთის ყურის სანაპიროზე, ბანდარ-აბასის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა. დაშავებულია 750-ზე მეტი ადამიანი. მედიის ცნობით, ნანგრევებში მოყოლილი არიან ადამიანები. ხანძრის ჩაქრობას კი ვერტმფრენებით ცდილობენ.

წინასწარი ინფორმაციით, პორტში ერთ-ერთი კონტეინერი აფეთქდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქება პორტის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებების კონტეინერები ინახება.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული იყო 5 და დაშავებული იყო 500-ზე მეტი ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი