McDonald's-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

McDonald's-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი მხოლოდ იმ მიზნით შეიტანა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაიცვას და სხვა კომპანიებს რესტორნების ქსელის ბრენდის გამოყენება აუკრძალოს.

„ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და მესამე მხარის ბიზნესის, ან ფიზიკური პირის მიერ, განსაკუთრებით რუსეთში, ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, - ციტირებს მედია კომპანიის  განცხადებას.

მათივე ცნობით, McDonald's-ი  რეგულარულად აახლებს თავისი სავაჭრო ნიშნების საკუთრების უფლებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც კომპანია არ ოპერირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი