ვანკუვერის პოლიციის ცნობით, 9 ადამიანი დაიღუპა მანქანის ხალხში შევარდნის შედეგად. მათ შორისაა მცირეწლოვანიც. დაშავებულების რაოდენობა კი ზუსტდება.
როგორც ქალაქის პოლიციაში აცხადებენ, მომხდარი ჯერ არ განიხილება როგორც ტერაქტი და დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. მძღოლი დაკავებულია. ის 30 წლის ადგილობრივი მცხოვრებია.
შეგახსენებთ, კანადის ქალაქ ვანკუვერში, ფესტივალის დროს მანქანა ხალხში შევარდა.