"დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ გვიწევდა ძალდატანებული კოჰაბიტაციის რეჟიმში ცხოვრება წლების განმავლობაში, რაღაც დონეზე დღემდე შენარჩუნდა ეს ერთგვარი რეჟიმი, თუმცა დღეს გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება, ამას დრო დასჭირდა ბუნებრივია. დღეს გვაქვს ჩვენ იმის საშუალება, რომ ბოლომდე განვამტკიცოთ ჩვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. წლიდან წლამდე მივდიოდით ჩვენ აქამდე და დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდე. 

2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი. 9 წლის განმავლობაში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა. დღეს არის ფუნდამენტურად განსხვავებული ვითარება, როდესაც ქვეყანამ დაიბრუნა რეალური სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა"

- ამის შესახებ "იმედის კვირის" ეთერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი