რუსეთი 9 მაისს "სამხედრო აღლუმზე" დამსწრე სახელმწიფოთა ლიდერების სიას ავრცელებს, მათ შორისაა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა.
აღლუმს ასევე დაესწრებიან: ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი, სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ასევე უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, კუბის, ვენესუელას, ვიეტნამისა და ბრაზილიის ლიდერები.