აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუტინს, გამოხატოს ერთგულება მშვიდობისადმი და შეწყვიტოს ბრძოლა უკრაინაში.
„მინდა, რომ მან შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს და ხელი მოაწეროს შეთანხმებას. ვფიქრობ, რომ გვაქვს პირობები გარიგების დასადებად და მინდა, რომ მან ხელი მოაწეროს, დაასრულოს ეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.“- უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ვატიკანში გამართული შეხვედრა დადებითად შეაფასა „ვფიქრობ, შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო რამდენიმე დღეში...ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ რაკეტები რუსული მხრიდან იყო“, - თქვა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ამ შეხვედრის დროს მათ ოკუპირებული ყირიმის საკითხის მოკლედ განხილვა მოახერხეს. ზელენსკიმ კი ვაშინგტონს მოუწოდა, უკრაინას მეტი იარაღი გადასცეს.
“მას მეტი იარაღი სჭირდება და ვნახოთ რა მოხდება. მინდა ვნახო, რა მოხდება რუსეთთან მიმართებითაც, რადგან გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ მათ დისკუსიების შემდეგ უკრაინა დაბომბეს“ - ამბობს ტრამპი.
ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომ ზელენსკისა და მისი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ცუდი და თეთრ სახლში მომხდარი დავა, მხოლოდ „მცირე დაბრკოლება“ იყო: - „ვხედავ, რომ უფრო მშვიდია. ვფიქრობ, სურათი ესმის. და ვფიქრობ, გარიგების დადება სურს.“ - ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.