დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველო- ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩი გულშემატკივრების გარეშე უნდა ჩატარდეს
ჩემი პირადი რეკომენდაცია არის ის, რომ თამაში უნდა ჩატარდეს მაყურებლის გარეშე. უეფამ ეს გადასაწყვეტად ქვეყნებს დაუტოვა, სტადიონის საერთო მაყურებლის 30% დასწრებით.
ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტი რეკომენდაციას ვერ მივცემთ იმის შესახებ, რომ მატჩი მაყურებლის დასწრებით ჩატარდეს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
ჯანდაცვის მინისტრი კი თვლის, რომ მატჩის გამართვა საერთოდ არ არის რეკომენდებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების თამაში თბილისში, 8 ოქტომბერს არის დანიშნული.