პროევროპულ აქციაზე დაკავებული ანტონ ჩეჩინის ჯანმრთელობა დამძიმდა. პატიმრის გამოკვლევებში ჩანს, რომ მას თავის ტვინში კისტურ - ქსოვილოვანი წარმონაქმნი აქვს.
გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აქტივისტი დღეს საქალაქო სასამართლოში ვერ მიიყვანეს, ამიტომ სხდომა სულ რამდენიმე წუთით გაიხსნა, შემდეგ კი შესვენება გამოცხადდა და უცნობია, როგორ გაგრძელდება პროცესი.
"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ არც ისე კარგია. როგორც იცით, კისტა თავში გაეზარდა. ყველამ იცის, რომ სიმსივნის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას და როდესაც ადამიანს შეხვდება ამხელა ნერვიულობა და ამის შემდეგაც არავინ არაფერს ითვალისწინებს, არც გამიკვირდა, რომ ის კისტა გაეზარდა. ექიმიც ამბობს, რომ სასწრაფოდ საოპერაციოა, თუმცა თვითონ უარზეა, რადგან ჯერ საშიში ქვეყნიდან ჩამოვიდა და ეგონა, რომ აქ იქნებოდა უსაფრთხოდ, შემდეგ აქ ჩაუდეს ნარკოტიკები, ამიტომ საქართველოში უკვე აღარავის და აღარაფერს ენდობა და ამბობს, რომ სანამ არ გამოვა, ოპერაციასაც არ გაიკეთებს. რა თქმა უნდა, მოსამართლე არაფერს ითვალისწინებს. იმედი მაქვს, რომ აღარ გაიზრდება და იქამდე მაინც გაძლებს, სანამ ის ციხიდან გამოვა, - ამბობს ჩეჩინის მეუღლე. [ტვ პირველი]
ბოლო პროცესებია დაკავებულის ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს, მაგრამ მოსამართლე შუამდგომლობას არ აკმაყოფილებს.
ჩეჩინს "ოცნების" ლიგარქის პროკურატურა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება, თუმცა დაცვის მხარის თქმით, ახალგაზრდა აქციებში მონაწილეობის გამო ისჯება.
ანტონ ჩეჩინი საქართველოში უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ჩამოვიდა. ის რუსეთში პუტინის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობის გამო იდევნებოდა.