ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა იწყება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაიკითხება. ის სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი გრიგოლ ბესელიაც. ჩვენებას დღეს ისიც მისცემს.
ორივე მათგანის გამოჩენას სასამართლოში შეკრებილი ჟურნალისტების საპროტესტო შეძახილები მოჰყვა - "ცრუ მოწმე", "დამნაშავეებო"- მიმართეს ბესელიასა და დგებუაძეს ჟურნალისტებმა.
დღევანდელ სხდომას და ზოგადად მზია ამაღლობელის საქმის მიმდინარეობას, მონიტორინგს უწევს "კლუნების ფონდი".
[ფოტო: მედიაჩეკერი და "აჭარა თაიმსი"]