ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას, ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს.

ცნობისთვის, "პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის" დაბარების შემთხვევაში, სხდომაზე არმისვლა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულად ითვლება, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი