გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმრის მზია ამაღლობელის ადვოკატები მოწმის სახით ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვენ.
დაცვის მხარის შუამდგომლობა ირაკლი კობახიძის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში, 16 აპრილს გაკეთებულ განცხადებას ეფუძნება, სადაც "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრმა განაცხადა:
"მზია ამაღლობელი მსხვერპლი არ არის. ის კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა და მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და ღირსების შეურაცხყოფა. საპატიმროებში მყოფთა დიდი ნაწილი კი პროპაგანდის მსხვერპლია".
მოსამართლე ნინო სახელაშვილის განცხადებით, შუამდგომლობაზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს.