ქუთაისის მერია 6.6 მილიონ ლარად სათვალთვალო ვიდეოკამერებს ყიდულობს.
შესაბამისი შესყიდვის შესახებ დოკუმენტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე დღეს, 28 აპრილს გამოქვეყნდა. წინადადებების მიღება 25 მაისს იწყება, ხოლო 30 მაისს უნდა დასრულდეს.
მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა:
8.1. „ა“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 13 ცალი,
8.2. „ბ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 32 ცალი,
8.3. „გ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 675 ცალი,
8.4. „დ“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 10 ცალი,
8.5. „ე“ ტიპის ვიდეო- სამეთვალყურეო კამერა (ადგილზე მიწოდება-მონტაჟით) - 5 ცალი,
8.6. კავშირის წერტილი და უწყვეტი კვების სისტემა - 314 ცალი,
8.7. სერვერი ვიდეო ჩანაწერის არქივისთვის - 7 ცალი,
8.8. სერვერი ვიდეო ნაკადის ანალიტიკისთვის - 3 ცალი,
8.9. ნომრის ამომცნობი პროგრამის ლიცენზია (შს სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არსებული სახელმწიფო სანომრე ნიშნების ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფასთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფა და ლიცენზი(ები)ა, რომელიც მოიცავს ყველა ფუნქციას რაც დღეის მდგომარეობით სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ბაზაზე არის დანერგილი, მათ შორის ვიდეო სტრიმის ჩაწერის ფუნქციასაც) - 45 ცალი,
8.10. Milestone პროგრამული ლიცენზია (შსს ბალანსზე რიცხულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან თავსებადი, Milestone XProtect Corporate, Care+ End Date: 31.01.2026) - 685 ცალი.
შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლები იხილეთ დანართი N1-ში.
დოკუმენტის თანახმად, მიწოდება-მონტაჟის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღეა. მომსახურეობა (მოვლა-პატრონობა) უნდა განხორციელდეს - საქონლის მიწოდება-მონტაჟის დასრულებიდან 36 თვის განმავლობაში.