მდინარაძის თქმით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ, ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს ყრილობაზე აირჩევენ.

როგორც მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყრილობაზე ასევე განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, თუმცა ის დეტალებზე არ საუბრობს.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც უმრავლესობის ფორმატში იყო მსჯელობა, ეხება პარტიის ყრილობის გამართვის საკითხს. თავდაპირველად ჩატარდება რეგიონული კონფერენციები, შემდეგ უკვე გაიმართება "ქართული ოცნების" ყრილობა, სადაც არჩეული იქნება პარტიის ახალი თავმჯდომარე. ასევე, განახლდება პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაც, მცირედით, მაგრამ განახლება იქნება. ყრილობის თაობაზე, ასევე პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა, თუმცა 25 აპრილს მან განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი