"მანიპულაციის მორიგი მცდელობა. ცეცხლი სრულად, სულ მცირე, 30 დღით უნდა შეწყდეს. რუსეთი ცდილობს შეერთებული შტატების მოტყუებას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"ახლა მანიპულაციის მორიგი მცდელობაა: რატომღაც ყველა უნდა ველოდოთ 8 მაისს და მხოლოდ მაშინ შევწყვიტოთ ცეცხლი, რათა უზრუნველყოთ "სამყაროს ცენტრისთვის" სიმშვიდე აღლუმის ჩასატარებლად. ჩვენ ვაფასებთ ადამიანების სიცოცხლეს და არა აღლუმებს. ზუსტად ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიზეზი არ არსებობს 8 მაისამდე დალოდების. და ცეცხლი რამდენიმე დღით არ უნდა შეწყდეს, რათა მერე ისევ მკვლელობა დაიწყოს. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა - სულ მცირე 30 დღით, რომ იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, ეს ისაა, რაც რეალური დიპლომატიის საძირკველია... ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება. რუსეთი მუდმივად უარყოფს ამ ყველაფერს და მანიპულირებს მშვიდობით, ცდილობს შეერთებული შტატების მოტყუებას".

- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, 8 მაისის შუაღამიდან 11 მაისის შუაღამემდე რუსეთი სამხედრო მოქმედებებს აჩერებს. რუსეთის მტკიცებით, ეს გადაწყვეტილება პუტინმა 9 მაისის აღსანიშნავად, "ჰუმანიტარული მოსაზრებებით" მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი