შეერთებულმა შტატებმა "ჰუთების" მხარდაჭერისთვის სამი გემი და მათი მფლობელები დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

შეერთებულმა შტატებმა "ჰუთების" მხარდაჭერისთვის სამი გემი და მათი მფლობელები დაასანქცირა. ამის შესაბამის დოკუმენტს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"შეერთებული შტატები, ირანის მხარდაჭერილი "ჰუთების" მიერ კონტროლირებად პორტში რაფინირებული ნავთობპროდუქტების მიწოდებით მხარდაჭერის გამო, სამ გემსა და მათ მფლობელებს სანქციებს უწესებს.

შეერთებული შტატები ვალდებულია ხელი შეუშალოს "ჰუთების" უკანონო შემოსავლების გენერირებას, ფინანსურ ხელშემწყობებსა და მომწოდებლებს, როგორც ჩვენი მთელი მთავრობის მიდგომის ნაწილი წითელ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების საფრთხეების აღმოსაფხვრელად," - წერია განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი