ესპანეთში, ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან, მედია წერს, რომ ქვეყნის 20%-ზე მეტს ელექტროენერგია უკვე მიეწოდება. ქვეყნის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია და იძიებენ.
ქვეყანაში უშუქობა უკვე 8 საათის განმავლობაში გრძელდება. BBC-ს ცნობით, მადრიდში ელექტროენერგია უკვე აღდგა, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მატარებლები და მეტრო საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის გახსნილი.
ცნობისთვის, დღეს ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, რამაც მეტროს ქსელები, სატელეფონო ხაზები, შუქნიშნები და ბანკომატები დააზიანა, შეფერხდა აეროპორტებისა და ტრანსპორტის მუშაობა.