სალომე ზურაბიშვილი, დღეს დილიდან სამოქალაქო აქტივისტებისა და ფონდების დამფუძნებლების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმიანება და წერს, რომ აღნიშნული რეიდი განსხვავებული აზრის ჩახშობისკიდევ ერთი მცდელობაა.
"სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებზე დღეს დილით განხორციელებული რეიდი ავტორიტარული რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობაა განსხვავებული აზრის ჩახშობისა და დემოკრატიული ხმების გაჩუმების. რეჟიმმა შეიძლება შიშის დათესვა სცადოს, მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას. ხალხი არ გაჩუმდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან პროკურატურის წარმომადგენლები ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ გეგუჩაძის, მარიამ ბაჯელიძის, ალეკო ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის და გუგა ხელაიას სახლში შევიდნენ. ჩხრეკა ჩატარდა მარიამ ბაჯელიძის სამსახურშიც.