ევროპულმა სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თანახმად, მალტამ უნდა შეწყვიტოს "ოქროს პასპორტის" გაცემის პროგრამა, რომელიც მდიდარ უცხოელებს მოქალაქეობის შეძენის საშუალებას აძლევს, რადგან ეს ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
2022 წელს ევროკომისიამ მალტას სასამართლოში უჩივლა იმ სქემის გამო, რომელიც უცხოელებს დაახლოებით 1 მილიონი ევროს ინვესტიციის სანაცვლოდ პასპორტს და შესაბამისად, ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას ანიჭებს.
სასამართლომ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წევრ სახელმწიფოებს თავისუფლად შეეძლოთ მოქალაქეობის მინიჭების ან გაუქმების წესის განსაზღვრა, მალტის სქემა ძირს უთხრიდა წევრ სახელმწიფოებს შორის ურთიერთნდობის პრინციპს.
მალტამ არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელშეკრულებების ინტერპრეტირებას სწორად ახდენდნენ და შესაბამისად იყენებდნენ. მათი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის პროგრამა შეჩერდა.
ორი დღის წინ, Financial Times-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მალტის „ოქროს პასპორტის“ სქემა ბოლოს რამდენიმე რუსმა გამოიყენა, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების სიაში არიან. გამოცემის ცნობით, მათ შორისაა რუსი ბიზნესმენი ალბერტ ავდოლიანი.