აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის პუტინის იდეას Fox News-ის ეთერში „აბსურდული“ უწოდა.
"სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა აბსურდულია. პრეზიდენტს [ტრამპს] სურს მუდმივი, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა - ხმელეთზე, ჰაერში, ზღვაში, ინფრასტრუქტურის ჩათვლით - მინიმუმ 30 დღის განმავლობაში, გახანგრძლივების შესაძლებლობით“, - თქვა კელოგმა.
კელოგის თქმით, უკრაინელები ამისთვის უკვე მზად არიან და ახლა რუსების ჯერია.