უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ რუსეთი ამ ზაფხულს ბელარუსში „რაღაცას ამზადებს“ და საბაბად სამხედრო წვრთნებს იყენებს.
„შეხედეთ ბელარუსს - ამ ზაფხულს რუსეთი იქ რაღაცას ამზადებს, სამხედრო წვრთნების საფარქვეშ. ასე იწყება მისი ახალი თავდასხმები, როგორც წესი. მაგრამ სად ამჯერად? არ ვიცი. უკრაინა? ლიეტუვა? პოლონეთი? ღმერთმა დაიფაროს! მაგრამ ყველანი მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი ყველა ინსტიტუტი თანამშრომლობისთვის ღიაა“, - თქვა ზელენსკიმ.
9 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ, აღნიშნა, რომ ბელარუსში ზაფხულში დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ერთ-ერთი მიზანი, რომელშიც რუსეთის შეიარაღებული ძალებიც მიიღებენ მონაწილეობას, შეიძლება იყოს შეტევითი ძალების ჯგუფების ფარული შექმნა.